0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გამოძიება ამირხანაშვილის იმედზეა და ცივ ნიავს არ აკარებს”

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს:

„მოგეხსენებათ, გურამ ამირხანაშვილი გამოკითხვაზე მეხუთედ დაიბარეს, მაგრამ საგამოძიებო ორგანომ ის ოფიციალურად აღარ გამოკითხა. ალბათ, არადამაჯერებელი იყო, ან ახალს არაფერს ამბობდა და მისი გამოკითხვა აღარ მოხდა. არადა, მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები იყო დასაზუსტებელი, რაც გამოძიებამ არ დააზუსტა. სავარაუდოდ, გამოძიება, ამირხანაშვილს უფრთხილდება, ცივ ნიავს არ აკარებს და არ უნდა, რამე დისკომფორტი განიცადოს, რადგან ერთადერთი „ოქროს მოწმე“ ჰყავთ. გამოძიება ფაქტია, რომ ამირხანაშვილის იმედზეა, ეს მოწმე რომ არ ჰყავდეთ, ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ, ვერ ექნებათ“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები