0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი - სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა, დააზუსტოს სარჩელი

 ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს სასამართლომ სარჩელის დაზუსტება და სამართლებრივი დასაბუთების წარდგენა მოსთხოვა. ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ადვოკატს საქმის დეტალებზე არ უსაუბრია და არც ის განუმარტავს, კონკრეტულად რისი დაზუსტება ითხოვა მოსამართლემ. როგორც ირმა ჭკადუა ამბობს, „ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი“.

“სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა, დააზუსტოს სარჩელი, ჩამოაყალიბოს სამართლებრივი დასაბუთება და წარმოადგინოს. როდესაც მივიღებთ დაზუსტებულ სარჩელს ჩვენც ვუპასუხებთ შესაგებლით და გაგრძელდება ან არ გაგრძელდება პროცესი. დეტალებზე ვერ გიპასუხებთ, თუ რისი დაზუსტება ითხოვა მოსამართლემ. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი ეხება ოჯახს, პერსონალურ ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ყველაზე მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ წარმოდგენილი სარჩელი იყო დასაზუსტებელი. ასევე, სამართლებრივად გასამართი. სასამართლოს შემდეგი სხდომის თარიღი არ დადგენილა“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული დავა განიხილებოდა.

სხდომას არ ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...