0 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ეუბნებოდნენ, ამდენი არ ჭამოო” – 26 წლის ქალმა თავი მოიკლა

მარტვილში გარდაცვლილი 26 წლის ქალის მშობლები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე ქმრის ოჯახმა მიიყვანა.

ოჯახმა პოზიცია “ლაივპრესთან” გააჟღერა:


გარდაცვლილის მამის, გოჩა ნადარეიშვილის თქმით, ქალს ავიწროებდნენ და მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა ხდებოდა, რაზეც ხობში, საკუთარ სახლში მყოფმა ახალგაზრდამ სიკვდილამდე სამით დღით ადრე დას უამბო. კერძოდ უთხრა, რომ ძალიან ცუდად ექცეოდნენ, ეუბნებოდნენ – “ამას ასე რატომ აკეთებ, იმდენი არ ჭამო…”.

გარდაცვლილის მამის ცნობით, მისი შვილის ქმარს ლეიკემია აქვს, რის გამოც გოგო ოჯახის წევრებმა აითვალწუნეს და საცხოვრებლად მძიმე გარემო შეუქმნეს.

“თვითონ ჩამოიკიდა თავი, თუ შეეხნენ და მერე დაკიდეს, არ ვიცით. მიცვალებული პროზექტურიდან რომ მოასვენეს, მთელი სანათესაო ვიყავით იქ. შედგა შეთანხმება პოლიციის თანხლებით, რომ ორი დღე იქ დავასვენებდით, შემდეგ კი გადმოვასვენებდით ხობში. მკვლელებს ჩემს შვილს არ დავუტოვებ”, – აღნიშნა გოჩა ნადარეიშვილმა “ლაივპრესთან” საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს, როცა ცხედარი უნდა გადმოესვენებინათ, გაირკვა, რომ არ აძლევენ, რადგან ქმარი ამბობს – ისინი “ერთად უნდა დაიმარხონ”. მამა ეჭვობს – შესაძლოა ეს “კვალის დაფარვის” მიზნით ხდება. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ აქვს ქალის ქმრის ოჯახს ასეთი მხარდაჭერა თუნდაც პოლიციის მხრიდან. გოჩა ნადარეიშვილის განმარტებით, სამართალდამცველები ამბობენ, რომ ოჯახები ცხედრის გადასვენების საკითხზე თავად უნდა შეთანხმდნენ, და რომ ქმრის ოჯახს აქვს უფლება, მიცვალებული საკუთარ სახლში ჰყავდეს.

გარდაცვლილის ოჯახი მზადაა გამოძიების დასრულებას დაელოდოს, თუმცა მანამდე ცხედარს ითხოვს.

ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

“გვინდა სამართალი ვიპოვოთ. არც და დაკითხულა, არც მამა. მარტო იმ ოჯახის წევრები არიან დაკითხული. ეს შევიწროება შეიძლება ხანდაზმულიც არის. ორი წელია ქმარი ავადაა. როცა იცოდნენ თავის შვილს არაფერი შველოდა, გოგოს დაუწყეს კბენა”, – აღნიშნა გოჩა ნადარეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ლაივპრესს” მხოლოდ ის განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზებიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები