0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ლელოს" ლიდერებმა აჭარაში არასამთავრობოების წარმომადგენლებთან არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსფაშვილი და პარტიის სხვა ლიდერები ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ არასამთავრობოებთან შეხვედრის დროს ქვეყნის და რეგიონის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. 

“როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, ჩემი პირველი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა. “ლელოს” აქვს ზუსტი ხედვა, ნებისმიერ თემას საქმიანად ვუყურებთ და მინიმალურ დროში ვპოულობთ გამოსავალს, ზუსტად იმიტომ გვიერთდება ამდენი ადამიანი, რომ ვართ გახსნილები და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულები. 

ბევრი გამოწვევაა რეგიონშიც, თუნდაც მეჩეთის აშენების თემა, რომელიც საკმაოდ მწვავედ წამოიჭრებოდა ხოლმე. ვთვლი, რომ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის არ არის საჭირო სასამართლო დავა, რადგან სიტუაციას თავად დაალაგებს ორი მხარე და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ გონივრულადაც. პრობლემაა ქალაქთმშნებლობის კუთხით. რაც ხდება ბათუმში, არის კატასტროფა და კორუფციის შედეგი. მშნებლებს  ჰგონიათ, რომ კვადრატული მეტრების რაოდენობა არის ბიზნესი, რადგან ქალაქი არ არის განვითარებული ურბანულად, რის გამოც დიდ მშნებლობებს ღირებულება ვერ შეუნარჩუნდებათ,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე  სექტორის” პროექტის მენეჯერის, ციალა ქათამიძის თქმით, მსგავსი შეხვედრები პერმანენტული ხასიათის უნდა იყოს და პარტიები მოსახლეობასთან უშუალოდ უნდა საუბრობდნენ რეგიონის პრობლემებზე. 

“ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქვეყნის ან რეგიონის სწორად განვითარებისთვის სხვადასხვა სუბიექტებმა, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობენ, უნდა ითანამშროლონ და ჰქონდეთ მაგავსი ტიპის შეხვედრები,  იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური პარტია, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები იყოს პერმანენტულად და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ყველა იმ პრობლემის გამოჩენისთანავე, რომელიც ქვეყანას ან რეგიონს აქვს. 

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის თემები, რომლებიც ეხება გლობალურ საკითხებს, თუ რამდენად შესაძლებელია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა, რომელიც არსებობს ბიზნესისა და პოლიტიკის გზაგასაყარზე. 

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, სოფო შამანიდის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, რადგან ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც რეგიონს აქვს და კარგად იცნობენ საქმის შინაარსს. 

“არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ერიდებიან მწვავე შეკითხვებს და ასეთი შეხვედრა იყო დღეს აჭარაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მუშაობენ. მათ დასვეს ის საკითხები რომელიც ბათუმს და რეგიონს აწუხებს, ეს იქნება ურბანული განვითარების, ეკონომიკური, თუ ადამინის უფლებების პრობელმები. საინტერესო დიალოგი გამოვიდა, რადგან ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს უკვე აქვს პასუხები და კონკრეტული გეგემა, რომელიც რეგიონში ამ პრობლემებს მოაგვარებს,” - აცხადებს შამანიდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...