0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მოძრაობამ მომავლისთვის" 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა

რასამთვრობო ორგანიზაციამ "მოძრაობამ მომავლისთვის" 12 გალელ სტუდენტს, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, სტიპენდია დაუნიშნა.

გალელი სტუდენტები ეპიდემიის დროს შექმნილი ვითარების გამო უაღრესად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უმეტესობამ დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო, ხოლო ჩაკეტილი გამშვები პუნქტის გამო ვეღარ მიიღეს დახმარება ოჯახებიდან.

გალელი  სტუდენტები ვეღარ იხდიან ბინის ქირას და იძულებულნი არიან სწავლა შეწყვიტონ და საქართველოს  უნივერსიტეტები დატოვონ. სწორედ ამიტომ "მოძრაობა მომავლისთვის" გადაწყვიტა სტუდენტთაგან ნაწილს მაინც გაუწიოს დახმარება და მხარდაჭერა.

"გალიდან ჩამოსული ეს ახალგაზრდები შეიძლება ითქვას, რომ გმირები არიან. ისინი დიდი რისკის ფასად გადმოდიან ე.წ. საზღვარზე და თბილისში იღებენ განათლებას. სამწუხაროა რომ მათზე არავინ ზრუნავს.არავინ ფიქრობს იმ პრობლემებზე, რომელიც მათ წინაშე ყოველდღიურად დგას. გალი ჩვენი ფორპოსტია, ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი და იქ მოსახლეობის გამაგრება, მხარდაჭერა და ქართულ სივრცეში ინტეგრირებაც უმნიშვნელოვანესი საქმეა.

ჩვენ ასევე ვფიქრობთ დავეხმაროთ მათ დასაქმებაში, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაში. იმედი მაქვს, რომ "მოძრაობა მომავლისთვის" ერთადერთი არ იქნება ამ საქმეში და სხვა კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ბიზნესმენები შემოგვიერთდებიან და სხვა სტუდენტებს შეეხიდებიან. " - განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა.   ორგანზიაცია მამუკა ხაზარაძის ფინანსურო მხარადჭერით ახორციელებს სოციალურ პროექტს. "მოძრაობა მომავლისთის" უკვე ათეულობით ოჯახს დაეხმარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...