0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შეფასებების მიუხედავად, ლობისტები ვერ ცვლიან ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს

“ლობისტები იღებენ დაფინანსებას და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებენ დადებითი სახის განცხადებებს და სიტყვიერ შეფასებებს სჯერდებიან.”

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ლობისტებზე და მათ მიერ  გაკეთებულ არასწორ შეფასებებზე საუბრობს. მისი თქმით, ლობისტებისთვის გადახდილი ფული გადაყრილია და ამის გაკეთება ღირსეულ პარტიას არ უნდა სჭირდებოდეს.

“ლობისტების საქმეა, რომ აქონ ის, ვინც მათ ფულს უხდის. ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა   ლობისტებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ. ისინი მხოლოდ სიტყვიერ შეფასებებს სჯერდებიან.  ვერცერთი ლობისტი ვერ შეცვლის კონგრესმენების შეფასებას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე რეალურ პროცესებს ასახავს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდი ლობისტების შეფასებებისთვის ფულს ფუჭად ხარჯავს,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ღიად საუბრობს იმის თაობაზე, რომ ლობისტების შეფასებების მიუხედავად, ყველა ხედავს, რა კონკრეტული ნაბიჯი იდგმება ქვეყანაში.

“ლობისტების საქმეა დადებითი ინფორმაციის გავრცელება. მაგრამ რეალური  შეფასება იმ ნაბიჯის გადადგმით ვლინდება, რაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის გადადგმულა.

ის ნაბიჯები კი, რომელსაც “ქართული ოცნება” დგამს, არ გვაახლოებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.  მმართველი გუნდის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყანა კრიზისის პირას მიიყვანა. ამიტომ შეფასება, რომელიც ჩვენ გვესმის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან, არ შეიცვლება “ქართულ ოცნებასთან მიმართებაში,  ცვლილებას მხოლოდ ოქტომბერში დავინახავთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,-“განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...