0 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაბა აბასთუმანთან, ობსერვატორიის მიმდებარედ ხანძარია - ადგილზე 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაბა აბასთუმანთან, ობსერვატორიის მიმდებარედ ტყეში ხანძრის ჩაქრობაზე 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები