0 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იხურება თუ არა ლილოს ბაზრობა? - რა განმარტებას აკეთებს ადმინისტრაცია?

 ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოება აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ლილოს ბაზრობა კვლავ დაიხუროს. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ლილო-მოლის ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია

"ბოლო ერთი კვირაა და მათ შორის დღესაც რამოდენიმე საინფორმაციო პორტალმა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს "ლილო მოლი" იხურება. ეს არის ტყუილი და ე.გ "ფეიქ ნიუსი".

ძვირფასო მომხმარებლებო, " ლილო მოლი" ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია. გელით ყოველ დღე, დილის 8 საათიდან 5 საათამდე.
აქვე მოვუწოდებთ ყველა საინფორმაციო სააგენტოს დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები