0 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“12 წლის გოგომ წამლები დალია და… საკუთარ დაბადების დღეზე დაკრძალავენ…” – საზარელი ისტორია თბილისში

  სოციალური ქსელის მომხმარებელი ნ. რ. წერს: “ისე ცუდადა ვარ ცხოვრება არ მინდა… ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარმა, ჩემი მეზობლის ბავშვმა 12 ივნისის ღამეს წამლები დალია და 13 ივნისს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა… ვზივართ და ვღრიალებთ… 19 ივნის 13 წლის უნდა გამხდარიყო, ეხლა კი ალბათ დაკრძალავენ საკუთარ დაბადების დღეზე” კომენტარებში პოსტის ავტორს ბევრ კითხვას უსვამენ, მათ შორის, იმასაც ეკითხებიან, რა წამლები დალია და შეგნებულად დალია თუ არა:    “ტკივილგამაყუჩებლები დალია, მოიკლა თავი წინასწარ განზრახულად მაგას ასე ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ შეგნებულად დალია ეს წამლები, ოღონდ მერე მეგობართან დარეკა და სთხოვა სასწრაფო გამოეძახებინა, მგონია რომ შეეშინდა, მაგრამ დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. რაც შეეხება მიზეზს, ყურადღების და სიყვარულის ნაკლებობას უჩიოდა და ეტყობა ასე სცადა ყურადღების მიქცევა საწყალმა მაგრამ… დეპრესიაში იყო ბავშვი, ისედაც ძალიან ჩაკეტილი გოგო იყო, სახლში ყურადღებას არავინ მაქცევსო, ჩემს შვილს უთხრა, საერთოდ ვერა მხედავენო, არადა ძალიან კარგი მშობლები ყავს და ორივეს სიგიჟემდე უყვარდა, მე ხომ ვიცი, მამამისი გვერდიდან არ იშორებდა ხოლმე ბავშვებს, 7 წლის ბიჭი ყავთ კიდევ. წუხელის ჩემი შვილი შხაპს იღებდა და მაგ დროს დაურეკია, ამან რომ ვერ უპასუხა, მეორე მეგობარს დაურეკა და იმისთვის უთქვამს ტკივილგამაყუჩებლები დავლიე, ვერა ვარ კარგად და სასწრაფო გამომიძახეო, იმანაც ჩემს შვილთან დარეკა და ესეთი ამბავია, სასწრაფო გამოვიძახე და გაიხედე ხომ არ მოვიდაო, ეგრევე გავცვივდით გარეთ გიჟებივით, გარეთ გამოყავდათ უკვე, სასწრაფოში ჩასვეს და წაიყვანეს, დედამის პატარა ბიჭი ჩემთან დავატოვებინე და ისე გავუშვი, მერე ღამის სამ საათზე ჩემი ქმარი გავუშვი საავადმყოფოში, ცოტა საჭმელი და ხილი გავატანე ბავშვის დედასთან და ტელეფონის სატენები, დღეს კი დაგვირეკეს საავამყოფოდან, გარდაიცვალაო და ისეთი შოკი მაქვს თუ არ გავგიჟდები არამგონია….”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...