0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მიუხედავად თხოვნისა, არ გვეკარებოდა არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, ჩვენი კლინიკის სამი თანამშრომელი არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა " - მაკა სოლოღაშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკის სამი თანამშრომელი „არაადეკვატური ქცევების მქონე“ პაციენტებისგან დაინფიცირდა.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ რამდენჯერმე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა მათგან დახმარება ვერ მიიღეს.

 „დღეს ჩვენს ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი, აქედან კოვიდდადასტურებული დიაგნოზით არის 25, 4-ია 18-წლამდე ასაკის, 1 არის საყურადღებო პაციენტი, 5 პაციენტია ახალი, 2 იმპორტირებული, საკარანტინო სივრციდან, 3 მედპერსონალია. ეს არის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, პირველი დღიდან 8 ივნისამდე კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში და კლინიკა არის კოვიდკლინიკა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ჰყოლია არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად იმიტომ, რომ უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა, მაგრამ საწმუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ "დარჩი სახლში", "მივცეთ თუ არა პლაქვენილი", ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თვითონ მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატურლიც ხარ. ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ გარკვეული რისკები გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაგრამ მათიც გვესმის და ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ეს არის ექთანი და სანიტარი ერთი და იგივე ცვლის, დაინფიცირდა. თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები, ეს პერსონალი არის იზოლირებულად, ზოგადად ნაკადები პერსონალთა ცვლების ხდებოდა ძალიან მაღალ დონეზე და დღემდე იმიტომ გვქონდა ასეთი შედეგი, რომ არც ერთი დაინფიცირებული არ გვყოლია და იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება, სადაც ნაკლებად ველოდებით კონტაქტებში გავრცელების რისკებს. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ გამოხატული სიმპტომები, ტემპერატურაა მაღალი, სწორედ ამიტომ პირველივე სიმპტომების შემთხვევაში მოხდა პაციენტების სკრინინგი, სკრინინგის დონეზე გამოვლინდა ეს ინფიცირება და დროულად მოხდა ზომების მიღება. მუშაობის პერიოდში კლინიკა დატოვეს, მაგრამ ჩვენი ბოქსირერებული სექტორის ყველა პერსონალი მაქსიმალურად არის განსწავლული და უზრუნველყოფილი იმით, რომ მათ თვითონ მოიწყონ იზოლაცია ოჯახებში. ისინი თვითიზოლაციაში არიან, როდესაც მიდიან კლინიკიდან”, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...