0 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება“ - პაატა იმნაძე საცურაო აუზებზე

"ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება"- ასე უპასუხა კითხვას საცურაო აუზების გახსნის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„უნდა იყოს რაღაც რიგითობა დაცული. ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორისა. რა თქმა უნდა გაიხსნება აუზებიც, მაგრამ შესამუშავებელი იქნება გარკვეული განსხვავებული წესები. სასტუმროში არიან ფიქსირებული ადამიანები, ვინც არიან ამ სასტუმროების დამსვენებლები. ღია აუზებზე ადამიანები შედიან ასე ვთქვათ ქუჩიდანაც. ამიტომ ეს იქნება დასარეგულირებელი. ამიტომ ყველაფერი გაიხსნება, ოღონდ თავის დროზე",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები