საზოგადოება
სახელმწიფო და კერძო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ
2021-08-31 13:04:30
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გამოაცხადა.
"4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღებს"
კომენტარები