0 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაში 2 წლის ობოლი ბავშვი შიმშილობს

„ტვ 25“ საზოგადოებას სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრები 3-წევრიანი ოჯახის ისტორიას უყვება. „ტვ 25“-ის ცნობით, ოჯახს სოციალური დახმარება წლების წინ შეუწყვიტეს. ფუტკარაძეების შემოსავალი დღეს იმდენად მწირია, რომ ოჯახს საკვების შესაძენად თანხა არ აქვს. შედეგად ისინი ხშირად, მშივრები იძინებენ

ორი წლის დემეტრეს, ხშირად არც პურის ნატეხი აქვს იმისთვის, რომ თუნდაც ცარიელი ჭამოს. რასაც მამა შოულობს, ორივეს არ ყოფნის, ამიტომ ძირითადად ისიც მშიერი იძინებს.

იმედა ფუტკარაძეს მეუღლე გასულ წელს გარდაეცვალა. მას შემდეგ ოჯახს, სახელმწიფოსგან შემოსავალი ასი ლარით გაეზარდა. ეს დემეტრეს ფულია, რომელსაც ობლობისთვის იღებს. ოჯახში კიდევ პენსიონერი ბაბუა ცხოვრობს.

იმედა ფუტკაძე, სამუშაოდ ვერ გადის. მცირეწლოვან შვილს ვერავის უტოვებს. ბავშვი ხშირად ხდება ავად, თუმცა მამას ექიმთან კონსულტაციის თანხა არ აქვს.

ქრონიკული პაციენტია 70 წლის იმედას მამაც. დიაბეტთან ერთა, მას კიდევ რამდენიმე გართულება აქვს. 

ოჯახი, წლების წინ, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა ოთხი წლის წინ მაღალი სარეიტიგნო ქულები დაუთვალეს. რის საფუძველზე, მიზეზი უცნობია.  იმის გამო, რომ აღდგენის მოლოდინი არ ჰქონდათ, განცხადებებით, ფუტკარაძეებს, სოციალური მომსხურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახმა განცხადებით აუცილებლად უნდა მიმართოს. აქ, მხოლოდ ზეპირსიტყვიერად დებენ პირობას, რომ ოჯახის მდგომარეობას გაითვალისწინებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები