1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა

კორონავირუსით ინფიცირებულ „ლელოს" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს პნევმონია აქვს. პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ხაზარაძეს ასევე მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

„მამუკა ხაზარაძე ისევ ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მაღალი ტემპერატურა აქვს. გუშინ ფილტვების ანთება დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" "ლელოს" პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც Pcr ტესტი გაიკეთა. ტესტმა covid 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები