1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ქართული ოცნების” მიერ განიავებული და გაცდენილი 8 წელი - ბადრი ჯაფარიძე

“ლელოს” გენერალურმა მდივანმა  და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ მმართველი პარტიის საპარლამენტო სია შეაფასა. 

“ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველმა  ძალამ ამოწურა  მორალური და საკადრო რესურსი იმისათვის, რომ ჰქონდეს პრეტენზია ქვეყნის მმართველობის გაგრძელებაზე. ვნახეთ წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ძალა და წარსულში დარჩენილი ლიდერი. რაც მთავარია, ადრე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი იძლეოდნენ დაპირებებს და არ ასრულებდნენ, ახლა  საერთოდ დაპირებებსაც აღარ იძლევიან,”-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

“ლელოს” გენერალური მდივნის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” არ აქვს  პროგრამული ნაბიჯი და არ ზრუნავს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა იმ  უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან, სადაც აღმოვჩნდით. 

“ამიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს იმ უმძიმესი გამოწვევებისა  და პრობლემების გადაჭრა, რომელიც ახლა ჩვენ წინაშე დგას. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომლესაც აქვს უნარი, გამოცდილება, ხედვა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. თუ როგორ შევაჩეროთ ეკონომიკური ვარდნა, როგორ შევაჩეროთ ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში, როგორ დავიწყოთ დასაქმების პრობლემის გადაჭრა, როგორ დავუბრუნოთ ადამიანებს სამუშაო ადგილები, აი ეს არის ახლა მთავარი ამოცანა. „ლელო“ არის კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყოთ ყველა იმ მწვავე საკითხის გადაჭრა მოსახლეობისთვის, რომელსაც თანამოქალაქეები ეჯახებიან. 

„ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს სათქმელი მოსახლეობისათვის განვლილ რვა წელთან დაკავშირებით. ეს კი მიანიშნებს იმას, რომ არ აქვს ხედვა და გეგმა.  ისინი დარჩნენ წარსულში და საუბრობენ წარსულ პერიოდზე, რომელიც ჩვენ უკვე გადავფურცლეთ და ეს არის სწორედ მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მივიღეთ, უპასუხისმგებლო ლიდერების განცხადების სახით,”-აღნიშნა ჯაფარიძემ.   

მისივე  თქმით, პოლიტიკური პარტიები სწორედ იმიტომ ვარსებობთ, რომ თუ რაიმე პრობლემა გვერგო მემკვიდრეობით, ის გადავჭრათ და „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი შეძლო რვა წლის განმავლობაში, რომ დაძლეულიყო სიღატაკის პრობლემა, შემცირებულიყო მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა. ვერაფერი ვერ გააკეთეს ამ  მიმართულებით და უფრო მეტიც, სიღატაკის ზღვარს მიღმა მოქალაქეების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე,”-განმარტა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...