1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფიქრია ჩიხრაძის განცხადება ხათუნა ლაგაზიძის მხარდასაჭერად

უკვე ბევრი წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედზე და მის ფუნქციაზე საუბარი არ წყდება. ამდენი ხანია არ გადაწყდა პრობლემა, რაც მიუკერძოებელი, საზოგადოების ინტერესზე ორიენტირებული ტელევიზიის არსებობას შეეხება. ჩვენ კი ფულს სწორედ ამაში ვიხდით. ვიხდით ფულს, მაგრამ ხარისხიან პროდუქტს ვერ ვიღებთ. სამწუხაროდ, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეელია საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლის ბერკეტებს, არადა, გვახსოვს მცირეხნიანი გამონათებები საზ.მაუწყებლის ისტორიაში – როცა ხელისუფლებები რაღაც მიზეზით ვერ იცლიდნენ არხის კონტროლისთვის.

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი და ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ადექვატურად მორეაგირე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტად მნიშვნელოვანია – ვინ იქნება არხის ხელმძღვანელი.

"ლელო“ მხარს უჭერს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას, რადგან, გარდა პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორისა, მას აქვს ხედვა, რომელიც დღეს არსებულ ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ზუსტად ესადაგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები