2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენინგი - „როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“ გაიმართება

19 და 21  ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის,  გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.

ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება და ის აუდიტორიას, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით.

ორი, ორსაათიანი შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება და ის ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, შემდეგ საკითხებს გააერთიანებს:

·         ელ.კომერციის ტიპები;

·         ონლაინ ბაზრის ტიპები;

·         ამაზონის მიმოხილვა და ბრენდის პოზიციონირება;

·         SAAS პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი; Shopify-ზე ვებგვერდის აწყობის პრინციპები;

·         საძიებო სისტემების (SEO) მუშაობის პრინციპები;

·         Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი;

·         საკვანძო სიტყვების განხილვა და პრაქტიკული ხელსაწყოების გამოყენება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები