0 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდია დააკავეს

ხორავას ქუჩის მკვლელობა - მოზარდების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდია დააკავეს.

ხორავას ქუჩის გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სამართალდამცველებმა დიღმის ტრასაზე, დახლოებით ნახევარი საათის წინ აიყვანეს. სავარაუდოდ მაშინ, როდესაც კალანდია ქალაქის დატოვებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, კალანდია არასანდო მოწმედ იქნა მიჩნეული. 

სააპელაციო სასამართლომ გუშინ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ვერც მეორე ინსტანციამ დაადგინა, დავით სარალიძის მკვლელი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.

დაკავებულთა უფლებადამცველებმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თქვეს, რომ მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არასანდო მოწმედ მიიჩნია. 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქმის პროკურორმა არ უპასუხა კითხვას - დაიწყებოდა თუ არა სამართლებრივი პროცედურები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, რომლის დაკავების რეკომენდაციაც, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გასცა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოს აღწერილობისა და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების გათვალისწინებით უწყება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს და აუცილებლად იმსჯელებს, შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები