0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7 დაღუპული და 19 მოქალაქე დაკარგული - ბუდაპეშტში საექსკურსიო ნავი ამოტრიალდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში 7 ადამიანი დაიღუპა, 19 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ -  შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

საექსკურსიო კატერი, რომელიც უნგრეთის პარლამენრის წინ იდგა,  გემი შეეჯახა, რა დროსაც ის ამოტრიალა.

ბორტზე სულ  33 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა,  სეული ითანამშრომლებს უნგრეთის მთავრობასთან, რათა ამ ინციდენტის მიზეზები გაირკვეს.

კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი  ადასტურებს, 19 მოქალაქის დაკარგვას.

იქიდან გამომდინარე, რომ მდინარე  დუნაის დონე ხშირი წვიმების გამო ადიდებულია, მაშველებს მუშაობა უჭირთ, გარდა ამისა, წყლის ტემპერატურა აქ 10-დან 12 გრადუსამდე მერყეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები