0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გასაგებია ახლა გირაო"- ლევან ჯიბღაშვილი შს მინისტრის მოადგილე მფარველობს?

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც ჯიბღაშვილი ამჟამინდელ შს მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან ერთად პოზირებს, როგორც ფოტოზე ჩანს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ჯიბღაშვილს საბანაძესთან ახლო ურთიერთობა აქვს .. 

"ეს ყმაწვილი, რომელიც ზის გახლავთ კახა საბანაძე!!! ჩვენი სასიქადულო შ.ს-მინისტრის გიორგი გახარიას მოადგილე!"

 "გასაგებია ახლა გირაო" - წერენ მოქალაქეები

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნისთვის ედება.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით ედება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები