0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ახმეტის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს და მოკლეს

მკვლელობა ახმეტის მუნიციპალიტეტში - სოფელ ოჟიოში 28 წლის მამაკაცს, ზურა დანაჭრელაშვილს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან გულის არეში ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი მისი მეჯვარე იყო. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების თქმით, დანაჭრელაშვილს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა და მას მკვლელობით ემუქრებოდა, რაც მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები