0 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,საქართველო მხარს უჭერს ხუან გუაიდოს ძალისხმევას, შექმნას ვენესუელაში გარდამავალი მთავრობა, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას"

საქართველო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას, –  ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველომ უკვე არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი მტკიცე პოზიცია, რომ არ ცნობს ნიკოლას მადუროს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

„საქართველო სრულად უჭერს მხარს ხუან გუაიდოს ძალისხმევას, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, კანონის უზენაესობის აღდგენასა და ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველო იმედოვნებს, რომ ვენესუელაში პროცესები წარიმართება მშვიდობიანად, ქვეყნის კონსტიტუციის სრული დაცვით და ვენესუელელ ხალხს მიეცემა სამართლიან და თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ ვენესუელას ლეგიტიმური ხელისუფლება მტკიცედ დაუჭერს მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის,ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პატივისცემის თაობაზე.

საქართველო გამოთქვამს მზაობას, განავითაროს ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობები ვენესუელას ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმაც გააკეთა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები