0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.

ორი ქვეყნის ლიდერები პირისპირ მოლაპარაკებას არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გეგმავდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალებს გაეცნო, რუსეთის ლიდერთან შეხვედრა გადაიფიქრა.

დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ში დაწერა.

“იმის გამო, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნებულან, ყველა დაინტერესებული მხარისთვის უმჯობესი იქნება, თუ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრას გავაუქმებ,” - წერს დონალდ ტრამპი.

რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმო სენატმაც. კონგრესის ზედა პალატამ რეზოლუციაც მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ მოითმენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები