შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
საერთაშორისო დაჯილდოება World travel awards წელს საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიებაზე ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia World Travel Awards-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. გამარჯვება ნომინაციაში „საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია “Europcar Georgia-მ წელსუკვე მეორედ მოიპოვა.
World travel awards მსოფლიო ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. გამარჯვებულები საერთაშორისო ტურისტების შეფასებით გამოვლინდნენ, რომლებმაც თავიანთი კმაყოფილება მომსახურების მიმართ ხმის მიცემით გამოხატეს.
ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს დირექტორის მოადგილე: „საკმაოდ რთულია, მიაღწიო წარმატებასა და საერთაშორისო აღიარებას, თუმცა კიდევ უფრო რთულია ამ ყველაფრის შენარჩუნება და განვითარება. ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რათაშევინარჩუნოთ ლიდერის სტატუსი ავტოგაქირავების სექტორში და კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო ვიზიტორს, რომელთა გადაწყვეტილებითაც ჩვენ უკვე მეორედ გავხდით გამარჯვებულები. გვიხარია, რომ ჩვენი სერვისით მოვიპოვეთ მათი ნდობა და მხარდაჭერა“.
Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც დღიურ გაქირავებას, ისე საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას. დღეს Europcar Georgia 400-ზე მეტი ავტომობილია წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის წარმატებას, მრავალფეროვანი ავტოპარკის გარდა, კომფორტული სერვისი და მუდმივ რეჟიმში მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა განაპირობებს.
ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას,World Travel Awards-ს, ბათუმმა უმასპინძლა. ზღვისპირა ქალაქს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-ამდე წარმომადგენელი ესტუმრა. World Travel Awards 1993 წლიდან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.
--
Europcar Georgia "თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar-ი თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები