„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა. მააიკე ვან კოლდამმა პირველი ავტომექანიკოსი ქალები მოინახულა, რომლებიც თეგეტამ პროექტის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ ფარგლებში მოამზადა, ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის“ მონაწილეობით.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს “თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი დაათვალიერებინეს. ელჩმა ქალების მიერ სატვირთოს შეკეთების პროცესი შეაფასა, წარმატება უსურვა და თეგეტასთან და ‘’მოძრაობა ცვლილებისთვის’’ წარმომაგდენლებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„თეგეტაში აქტიურად ვმუშაობთ ქალების გაძლიერების მიმართულებით. სიამოვნებით დავთანხმდით ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერილ პროექტს -„პროფესიას არ აქვს გენდერი“. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ პირველია საქართველოში, ვინც შეძლო ქალები სატვირთო მექანიკოსებად მოემზადებინა. აღსანიშნავია, რომ ისინი ყოველდღიური საქმიანობით ანგრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები ყველა პროფესიაში, სადაც მოისურვებენ,“ - ირაკლი პაპიაშვილი, თეგეტა მოტორსის სატვირთო, ავტობუსების და მძიმე ტექნიკის მიმართულების დირექტორი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ქალებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ პროფესიებს, რომლებიც როგორც წესი, მამაკაცების პროფესიებად მიიჩნევა. ჩემი დღევანდელი ვიზიტის მიზანი, სწორედ იმ მნიშვნელოვანი პროექტის შეფასებაა, რომლის ფარგლებში ქალები სატვირთოს მექანიკოსობას სწავლობენ. დღეს ჩემი თვალით ვნახე, რა კარგად შეუძლიათ ქალებს იმუშაონ ამ მიმართულებაში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალს ზუსტად იმავე საქმის კეთება შეუძლია, რაც - კაცს,“ - მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
კამპანიის "პროფესიას არ აქვს გენდერი” ფარგლებში ქალებმა „თეგეტა აკადემიაში“ „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგის“ თეორიული კურსი უკვე წარმატებით დაასრულეს. ისინი ახლა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში პრაქტიკულ სწავლებას გადიან. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კი სამი ქალი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდება.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თრაქ ენდ ბასი 2006 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ტრანსპორტის სრულ სერვისს, ასევე რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას. თრაქ ენდ ბასი სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები