2 3 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ ვიშოპინგოთ უსაფრთხოდ ონლაინ

დღეს იშვიათად თუ მოიძებნება ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი, რომელსაც არასდროს უყიდია ან არ გადაუხდია ონლაინ. ამ გზით შეკვეთილი სამოსი, ავეჯი, წამალი, საკვები, სათამაშო თუ სხვა ნივთი,  ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თუმცა, აუცილებელია, გავითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც ონლაინ შოპინგის პროცესს უსაფრთხოს და დაცულს გახდის და კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან დაგვიცავს:

 

·         ვებგვერდზე ბარათის მონაცემების შეყვანამდე, აუცილებლად დააკვირდით და შეამოწმეთ მისამართის სისწორე და გვერდის დაცულობა. დაცული გვერდები იწყება არა http-თ, არამედ https-ით. დაცულ გვერდს ბრაუზერში ბოქლომის ნიშანი აქვს. ის აჩვენებს, რომ თქვენ საქმეს იჭერთ პასუხისმგებლიან გამყიდველთან და თქვენი მონაცემები დაშიფრული იქნება.

 

·         არ დაიმახსოვროთ ბარათის მონაცემების ნაკლებად სანდო ვებგვერდზე.

 

·         თუკი ონლაინ ვაჭრობასთან ან სხვა ფინანსურ ოპერაციებთან ბარათით ხშირი შეხება გიწევთ, უმჯობესია საამისოდ გამოყოთ ერთი ბარათი, სპეციალურად ინტერნეტში გამოსაყენებლად. ამ ბარათზე ნუ გააჩეროთ მოცულობით თანხას. თანხა ბარათზე მობაილბანკით, უშუალოდ ინტერნეტშესყიდვის წინ გადაიტანეთ.

 

·         არ დააყენოთ ყველა ვებგვერდზე, სადაც ინტერნეტით შოპინგობთ, ერთნაირი და მარტივი პაროლი იმ იმედით, რომ ის არავის დააინტერესებს. ეცადეთ, მასში არა მხოლოდ ასოები, ციფრებიც გაურიოთ. 

 

·         გახსოვდეთ, რომ ინტერნეტში ყიდვა უფრო უსაფრთხოა PayPal-ის ან Apple pay საფულეებით, რადგან ბარათს ერთხელ ამ საფულეში დაამატებთ, ხოლო შემდეგ გადახდისას არ დაგჭირდებათ საიტზე მისი მონაცემების მითითება.

 

·         კარგი იქნება SMS  შეტყობინებას ჩართავთ და თქვენი ბარათიდან განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე მიიღებთ ინფორმაციას.

 

ყურადღებისა და სიფხიზლის განცდა კიბერთაღლითებისგან უფრო დაცულს გაგხდით. ბარათის მთავარი კონცეფციაც ხომ, თქვენთვის კომფორტის შექმნა და ცხოვრების გამარტივებაა და არა, პირიქით. 

 

წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...