2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

HUAWEI-ს ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ ენის ბარიერის გადალახვაში

Gartner-ის უახლესი ტექნოლოგიური კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი  ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი მინდინარე მეგა-ტრენდია,  რომელიც  ტექნოლოგიების ფართო სპექტრს მოიცავს. ეს არის ტექნოლოგია, რომელმაც  მომხმარებელთა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია. 


დღეს, მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ დიდი ხმაურია ატეხილი, თუმცა HUAWEI მას აღიქვამს, როგორც ფუნდამენტურ შესაძლებლობას, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა მომხმარებლამდე აღწევს. ეს არის ტექონოლოგია, რომელსაც რეალური და პრაქტიკული სარგებელი მოაქვს მომხმარებლებისთვის - თვლიან კომპანიაში. HUAWEI -ს ყველა ინოვაცია შემუშავებულია მომხმარებლის საჭიროებების შესწავლისა და განხილვის  შედეგად. ამ საჭიროებების გასაგებად, HUAWEI -ს  სამიზნე აუდიტორიის კვლევისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა. 

HUAWEI  პირველი იყო, რომელმაც მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა  თავად გამოეცადა ხელოვნური ინტელექტის ძალა

სპეციალსიტების თქმით, HUAWEI -მ წინასწარ დაინახა მოსალოდნელი ბუმი ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ და შექმნა მსოფლიოში პირველი დისკრეტული NPU-ს მქონე Kirin 970, იმ დროს, როდესაც კონკურენტები, ჯერ კიდევ, CPU, GPU და DSP-ის კომბინირების გზებს ეძებდნენ. ამ ფონზე, 2017 წელს HUAWEI-მ გამოუშვა Mate 10 სერია, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მომხმარებლებს თავად გამოეცადათ ხელოვნური ინტელექტის ძალა. 

NPU, რომელმაც მთლიანად შეცვალა ბაზარზე თამაშის წესები

NPU-ს არაჩვეულებრივმა შესაძლებლობებმა აიძულა ინდუსტრიის სხვა მოთამაშეები,   თავიანთი სტრატეგიისთვის გადაეხედათ. 

ენის ბარიერი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მაგალითად ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებისთვის, HUAWEI -ს ხელოვნურმა ინტექლექტმა კი ეს პრობლემა გადაჭრა. ტექნლოგია საშუალებას იძლევა საუბარი ითარგმნოს რეალურ დროში, ასევე მეილებისა და სხვადასხვა გზავნილების თარგმნის ფუნქციაც აქვს. 

HUAWEI-ის ინფორმაციით, მომხმარებლები, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ ეყრდნობოდნენ Recorder-ის აპლიკაციას, კომპანიამ კი მათ საშუალება მისცა მარტივად გაეხსნათ აპლიკაცია ხმით კონტროლირებადი ხელოვნური ინტელექტის მქონე ასისტენტის საშუალებით.  იგივე ეხება სანავიგაციო სისტემებსაც, ტექნოლოგია მარტივად უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ოპტიმალური მარშრუტების შერჩევას, დამატებითი მოწყობილობების გარეშე.

Kirin 970-ის პროცესორის საშუალებით, HUAWEI P20 სერიას  შეუძლია 500 სცენარის ავტომატური იდენტიფიცირება და მათთვის შესაფერისი რეჟიმისა და კამერის პარამეტრების შერჩევა. აღნიშნული ფუნქცია საშუალებას იძლევა მივიღოთ შთამბეჭდავი და რაც მთავარია, პროფესიონალური გამოსახულება, ბნელი განათების პირობებშიც კი. HUAWEI-ს უახლეს კამერას 4D პროგნოზირებადი ფოკუსი გააჩნია, რაც  ობიექტების მოძრაობის პროგნოზირებისა და მათზე ფოკუსირების საშუალებას გვაძლევს. 

ხელოვნური ინტელექტისა და Cloud სისტემების ეფექტური შერწყმა  


HUAWEI აქტიურად პარტნიორობს ინდუსტრიის ძლიერ მოთამაშეებთან და თანამოაზრეებთან, რათა გააუმჯობესოს საკუთარი ტექნოლოგიები და შეთავაზებები. ამის კარგი მაგალითია HUAWEI-სა  და Baidu-ს პარტნიორობა, რომელიც დაკავშირებულია AR კონტენტის ხარისხსა და გავრცელებასთან. 
მომავალში, სხვადასხვა მოწყობილობის ხელოვნური ინტელექტი და Cloud-ის ხელოვნური ინტელექტი ერთმანეთს კიდევ უფრო კარგად შეავსებს და ერთობლივად შესთავაზებენ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას.  

როდესაც ხელოვნური ინტელექტი საკმარისად განვითარდება

HUAWEI-ს წრმომადგენლების თქმით, მომავალში, მობილური მოწყობილობები შეასრულებენ პირადი ასისტენტის ფუნქციას. ასევე, კომპანიის მოსაზრებით, გამოიკვეთება ორი  მეგატრენდი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით: ბუნებრივი ინტერფეისი და წინასწარი მომსახურება.

კერძოდ, ბუნებრივი ინტერფეისის დროს, მომხმარებლები უფრო მარტივად დაუკავშირდებიან თავიანთ მოწყობილობებს და მიიღებენ მათგან ლოგიკაზე დაფუძნებულ პასუხებს. რაც შეეხება აქტიურ მომსახურებას,  სამომავლოდ მოწყობილობა შეძლებს წინასწარ გაუწიოს მომხმარებელს მომსახურება, მანამდეც კი, სანამ მომხმარებელი სთხოვს მას. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი შევა მაღაზიაში, მოწყობილობა ავტომატურად ჩართავს გადახდისთვის განკუთვნილ აპლიკაციას. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები