2 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"ლაპარაკს ადამიანი ორი წელი სწავლობს და გაჩუმებას — ორმოცდაათი წელიწადი"

1) ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან — ძალიან მარტივია იყო პირველი კატეგორიის ადამიანების გვერდით და ასევე, მარტივია იყო მათ გარეშე. მეორე კატეგორიის ინდივიდებთან ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ  საერთოდ შეუძლებელია მათ გარეშე არსებობა.

2) ლაპარაკს ადამიანი ორ წელიწადი სწავლობს და გაჩუმებას — ორმოცდაათი წელიწადი.

3) ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ შეუძლებელია დაამარცხო იგი.

4) დედამიწაზე ბევრი ქალია, ვისთანაც სიყვარულით შეგიძლია დაკავდე და ძალიან ცოტაა, ვისთანაც საუბარი შეგიძლია.

5) ვერც ერთი ცხოვრებისეული გამარჯვება ვერ გადაფარავს მარცხს სიყვარულში.

6) იმის გადასამოწმებლად შეიძლება თუ არა ენდო კონკრეტულ ადამიანს, საუკეთესო გზაა ენდო მას.

7) თუ საკუთარ თავს ხუმრობის უფლებას მისცემ, ხალხი სერიოზულად არ აღგიქვამს.  სწორედ ამ ადამიანებს არ ესმით, რომ არის ბევრი რამ, რისი გაძლებაც შეუძლებელია ხუმრობის გარეშე.

8) სიმთვრალის დროს მიცემული ყველა პირობა შეასრულე სიფხიზლეში და ეს გასწავლის ენაზე კბილის დაჭერას.

9) გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან სუსტი წამალია იმის წინააღმდეგ, რაც გჭამთ. საკუთარი  თავისაგან ვერავინ გაიქცევა.

10) ვისაც თავის დამდაბლება შეუძლია, გაცილებით ძლიერია იმაზე, ვინც ქალაქი დაიპყრო.

11) როდესაც მართავ ზოგჯერ გიწევს იყო სასტიკი.

12) ჩემთვის რთულია შევურიგდე აზრს, რომ ცხოვრება გარბის ისე ჩქარა თითქოს რეალურად არც ვარსებობდე.

13) იმოგზაურე მხოლოდ მათთან ერთად, ვინც გიყვარს.

14) ბედნიერება ათასი ფორმით მოდის ადამიანთან,  განა როგორ უნდა იცნო ის?

15) გარკვეულწილად ყველა თაობა დაკარგულია, ასე იყო და ასე იქნება.

16) ჩემთვის სულ ერთია რა არის სამყარო, მთავარია ვიცოდე როგორ ვიცხოვრო მასში.


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები