1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელს უვადო პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. საქალაქო სასამართლომ დღის ბოლოს გრიგალაშვილი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ის ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს.

"როდესაც საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ესეთ რაღაცას გაბრალებენ, უნდა იყოს იქ ჩემის აზრით მოტივი. ვერცერთმა ადამიანმა ვერ დამისახელა რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი. ნებისმიერი ადამიანი შემოვიდეს დამისახელოს რეალური მოტივი, რაც აზრობრივად ახლოს იქნება რეალობასთან, ნებისმიერ განაჩენს მოვუწერ ხელს. ესეთი ადამიანი ვიცი რომ ვერ ადგება, ვერცერთი ვერ მეტყვის რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი,"-აცხადებს ლადო გრიგალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილი თემქაზე, 22 თებერვალს მოკლეს. გარდაცვლილს 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები