0 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით... რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის“ - კახა კალაძე

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი. როგორც მერმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, სრულად განახლდა ავტობუსების პარკი.

„გვახსოვს ყველას წლების წინ თუ როგორი ტრანსპორტი ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას. ასევე, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელს და მომავალ წელს ქალაქს ეყოლება 18-მეტრიანი ავტობუსები.

>ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით, თუ რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, ის, რომ რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით, რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული. 1 360 795 მგზავრობა, რაც ძალიან კარგია. მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. მგზავრთა ნაკადის ზრდა გვაქვს მეტროშიც. 23 დეკემბერში მეტროში დაფიქსირდა 527 636 მგზავრმომსახურება. 2022 წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველასთვის კომფორტული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული. ეს მონაცემი არის იმის მაჩვენებელი, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები