1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა დარბაზში. სამართალდამცველებმა გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა. 

თავად ბრალდებულს გამამართლებელი განაჩენის იმედი ქომდა. ის აცხადებდა, რომ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება - მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები