თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.
საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მიღება ახალგაზრდებს აძლევს მოტივაციას, დაიჯერონ საკუთარი თავის და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება.
საქართველოს ბანკის განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები და ბენეფიციართა სია ასე გამოიყურება
· იდეათეკა - სივრცე განათლებისთვის 6 რეგიონის 16 სკოლაში - 7 000 მოსწავლე;
· წიგნების თაროს ონლაინ სკოლა - არაფორმალური განათლების გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის - 1 136 მოსწავლე;
· საჯარო მეტყველების კონკურსი ინგლისურ ენაზე - სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის - 800 მოსწავლე;
· კომაროვის STEM ბანაკი - პირველი STEM ბანაკი სკოლის მოსწავლებისთვის საქართველოში - 70 მოსწავლე;
· ლიდერატორი - სტუდენტური დასაქმების პროგრამა საქართველოს ბანკში - 300 დასაქმებული სტუდენტი;
· საქართველოს ბანკის სტიპენდია ბათუმის საზღვაო აკადემიაში - სტიპენდია საზღვაო აკადემიის წარჩინებული სტუდენტებისთვის - 10 სტუდენტი;
· ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი - ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსი სტუდენტებისთვის - 600 სტუდენტი;
· საქართველოს ბანკის სტიპენდია Chevening-ის სამაგისტრო პროგრამაში - ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის სრული დაფინანსება - 23 სტიპენდიანტი;
· საქართველლოს ბანკის სტიპენდია სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში - სწავლის სრული დაფინანსება წარჩინებული სტუდენტებისთვის - 10 სტუდენტი;
· საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაში - აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის სრული დაფინანსება - 8 სტუდენტი;
· საქართველოს ბანკის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში - ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია საუკეთესო კრეატიულ სკოლაში - 3 სტუდენტი;
· კინგსის ოლიმპიადა - ყველაზე დიდი სასკოლო ოლიმპიადა საქართველოში - 44 327 მოსწავლე;
„საქართველოს ბანკმა მომცა შესალებლობა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის დახმარებით გავსულიყავი საერთაშორისო არენაზე და მესწავლა ისეთ უნივერსიტეტში, როგორიც Temple University-ა. სწავლის პირველი სემესტრი ძალიან რთული აღმოჩნდა. ფილადელფიაში შუა პანდემიის დროს ჩამოვედი. ფაკულტეტიც ახალი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჩემი „ბექგრაუნდი“ მაძლევდა იმედიანად ყოფნის საშუალებას, თუმცა მონაცემთა მეცნიერებასთან მანამდე შეხება არ მქონია. ეს ყველაფერი ერთიანობაში საკმაოდ რთული შესაგუებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მთლიანად ეთმობოდა სწავლას. მინდა ყველას ვურჩიო, რომ არ დანებდნენ, თუ ზუსტად იციან რისი გაკეთებაც უნდათ, ბოლომდე გააკეთონ ყველაფერი ამ მიზნის მისაღწევად. გზადაგზა შეხვდებათ დაბრკოლებაც, უარიც, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უნდა აქციონ მამოტივირებელ ძალად და არ მისცენ არავის უფლება, უარი ათქმევინონ საკუთარ მიზნებზე. ყოველი ასეთი გამოცდილება, ახალი რამის მომცემია და ხანდახან აუცილებელიც კი არის იმისთვის, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და განვითარება განაგრძო” - ამბობს Fulbright-ის პროგრამის გამარჯვებული, საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი, გუგა ბურდული.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალურად პასუხიმგებლიანი კომპანიისთვის, განათლების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ 35-მდე საგანმანათლებლო პროგრამას, არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საზღვრებს გარეთაც ვახორციელებთ, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება და გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მომავალი წარმატებული კარიერისთვის. მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით უკვე 100 000 ახალგაზრდისთვის მიგვეცა განათლების შესაძლებლობა, გზა გაგვეხსნა მათთვის, ისეთ პროგრამებში ჩართულიყვენენ, მაგალითად როგორებიცაა: Chevining-ის და Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამები, სკოლის მოსწავლეებისთვის - STEM ბანაკი და კინგსის ოლიმპიადა. ასევე გამოვყოფდი იდეათეკის პროექტს, რომელიც საერთაშრისო სტანდარტების მრავალფუნქციური სასწავლო სივრცეა და მუდმივად არის ახლის სწავლისა და აღმოჩენის შესაძლებლობა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი და ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ და ამ კუთხით სამომავლოდაც არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, - ამბობს საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები