2 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო - „მონარქი“ აშენდა

თიბისის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო „მონარქი“, რომელიც 2022 წლის ივნისში გაიხსნა.

შენობას, რომელიც „ინს გრუპმა“ 2020 წელს თიბისის დახმარებით შეისყიდა, დღეს ქალაქისთვის ისტორიულად დამახასიათებელი, ტრადიციული არქიტექტურის იერი დაჰკრავს, რაც, მდებარეობასა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულობასთან ერთად, სასტუმროს ზოგადი კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ოთხვარსკვლავიან, 66 ნომრიან სასტუმროში, რომლის მომსახურე პერსონალიც მფლობელებმა მის გახსნამდე დიდი ხნით ადრე საგანგებოდ შეარჩიეს, „ინს გრუპმა“ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კარგად გაწერილმა გეგმამ, კონცეფციამ და საქმეში ჩადებულმა შრომამ, როგორ მოსალოდნელი იყო, შედეგიც მალე გამოიღო და გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში  მფლობელები უკვე „მონარქის“ წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ:

„უკვე შეგვიძლია თქმა, რომ ამ პროექტმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. მთელი ზაფხული დიდი დატვირთვით ვმუშაობდით და სისტემატურად ვიღებდით და ვიღებთ მაღალ შეფასებებს ჩვენი მომხმარებლისგან პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com. ეს მოტივაციას კიდევ უფრო გვიმაღლებს და გვარწმუნებს, რომ პროექტმა გაამართლა, რაც, მიმაჩნია, რომ ერთნაირადაა ჩვენი და თიბისის წარმატება, რადგან თიბისი სწორედ იმ პერიოდში გვენდო და გამოგვყვა პარტნიორობაზე, როცა დიდად საიმედო სიტუაცია არ იყო სასტუმროს ბიზნესის სფეროში, ვგულისხმობ პანდემიის პერიოდს. ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ეს პროექტი და დღეს უკვე სამომავლო სიახლეებზე ვმუშაობთ, რომლებიც მომავალი წლისთვის უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს,“ -ამბობს „ინს გრუპის“ დამფუძნებელი და სასტუმრო „მონარქის დირექტორი, გია ლომინაძე.

4500 კვ.მ-ზე განთავსებული სასტუმროს თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი შიდა სივრცე 66 ნომერს, მიმღებს, ლობი-ბარს, სასადილო სივრცეს, სამრეცხაოსა და მიწისქვეშა პარკინგს აერთიანებს.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 70 ადამიანზე გათვლილი, ტექნიკურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, რომლით სარგებლობაც გარე მომხმარებელსაც შეუძლია.

„მონარქის“ ძირითადი სეგმენტი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე, უმეტესად უცხოელი სტუმარია, რომელთაც ჯამში 30-ზე მეტი, საგანგებოდ გადამზადებული თანამშრომელი ემსახურება.

2023 წლისთვის „მონარქს“ უკვე ექნება საკუთარი სივრცე რუფ ტოპ ბარისთვის, სპისთვის, ფიტნეს-დარბაზი, საბილიარდო დარბაზი, გასართობი კუთხეები ბავშვებისთვის, ისევე, როგორც საუნისა და მასაჟისთვის განკუთვნილი სივრცეები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები