შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
80-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი შეიკრიბა გორში, თიბისის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
რეგიონული ფორუმის მიზანი, ადგილობრივ ბიზნესების მხარდაჭერა, მათთან შეხვედრა, ბიზნესის სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება იყო.
„ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. ჩვენ გორში შევკრიბეთ შიდა ქართლში რეგისტრირებული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები, ვისაუბრეთ გამოწვევებზე, გავაცანით სიახლეები და ტრენდები ბიზნესში, ის, რაც მათთვის საინტერესო და ღირებულების მიმცემია,“ - ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.
ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, პროექტების მხარდაჭერასა და დონორებთან ურთიერთობებზე.
„ზოგადად მსგავს აქტივობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებისთვის, რადგან აქ მოსულ ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დასვან მათთვის საჭირო და რელევანტური კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები,“ - მარიამ ქოიავა, Savvy Consulting - ის მმართველი პარტნიორი.
„თიბისის ეს წამოწყება - რეგიონული ბიზნესფორუმები, ვფიქრობ, კარგი საშუალებაა, გლობალური თუ ადგილობრივი თემები დავინახოთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა პერსპექტივიდან. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსური მიმართულება უფრო სტრატეგიულ ჭრილში და დიდ სურათში დაენახათ,“ - შალვა ახრახაძე, საკონსულტაციო კომპანიის „ფინანსური ლაბორატორია“ მმართველი პარტნიორი.
გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაც იყო. ფორუმში მონაწილეობა შიდა ქართლის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლებმა მიიღეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო ექსპორტთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ მეწარმეებისათვის, ვისაც არა აქვს შესწავლილი, მაგრამ მომავალში აპირებს, რომ ამ მიმართულებით განავითაროს თავისი ბიზნესი,“ - ზურაბ გოჯიაშვილი, „აგრო გორის“ დამფუძნებელი.
ეს იყო პირველი რეგიონული ბიზნესფორუმი, რომელიც 2022 წელს თიბისიმ ჩაატარა, მსგავსი შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები