თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
თიბისის აპლიკაციების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ადგილები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე Theneo გავიდა, მეორეზე - Strange Elo და მესამეზე Exponent Group. სამივე ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გამარჯვებამდე რთული გზა და კონკურსის სამი ტური გამოიარეს.
22 ოქტომბერს კი ფინალურ ეტაპზე აპლიკაციების კონკურსის 10-მა საუკეთესო ინოვაციურმა გუნდმა საჯაროდ წარადგინა თავისი იდეის მუშა პროტოტიპი დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე. გამარჯვებული ტექნოლოგიური სტარტაპები ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩია: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.
Theneo-ს მეშვეობით შესაძლებელია დროის უმოკლეს პერიოდში მაღალი ხარისხის, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნა. API დოკუმენტაციას არსებითი როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციების პროცესში, შესაბამისად, Theneo კომპანიებს ხელს შეუწყობს API-ს წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და ინტეგრაციაში. დღესდღეობით API-ზე ორიენტირებული ბაზარზე დაწინაურებული პლატფორმები საჭიროებენ დეველოპერის ჩართულობას API დოკუმენტაციის შესაქმნელად, Theneo-ს გამოყენების შემთხვევაში კი, კომპანიის C-level-ზე მყოფი, არატექნიკური განათლების მქონე პირებიც შეძლებენ დოკუმენტაციის მარტივად აწყობასა და რედაქტირებას.
Strange Elo ელექტრონული სპორტის მოთამაშეებს მათზე მორგებულ ქოუჩინგ და ბუსთინგ სერვისებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით ის მნიშვნელოვნად ამარტივებს გადახდის სისტემას და თანხის უკუგატარების მოთხოვნას. დღეს მოთამაშეებისთვის ერთმანეთთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუ საშუალოდ გეიმერი 16 საათი ცდილობდა პარტნიორის მოძიებას, ინოვაციური ფუნქციონალის წყალობით Strange Elo ამას 30 წამში ან ნაკლებში დროში მოახერხებს.
Exponent Group ქმნის პლატფორმას, სადაც გაერთიანებული იქნება ხმოვანი გიფები თუ მიმები და ადამიანი შეძლებს საკუთარი ემოციის გაზიარებს სხვა პლათფორმებზე. სტარტაპის ბიზნეს მოდელი სრულად დაფუძნებულია Sponsored Content-ზე, Instagram, Giphy, TikTok, Tenor-ის მსგავსად. მოდელი ასევე ითვალისწინებს Youtube-ს სტილში მონეტიზაციას კონტენტ კრეატორებისათვის.
სამივე გუნდი ფიქრობს, რომ აპლიკაციების კონკურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში. გარდა ამისა, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს პლატფორმა დაეხმარებათ ინვესტორებისა და მომხმარებლების დაინტერესებაში.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.
თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად იმართება. კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ ორგანიზებით ტარდება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები