თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, ბილაინი, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის - NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. NASA Space Apps 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელი Space Apps-ის ღონისძიება ონლაინ, 2-3 ოქტომბერს ჩატარდა და 28,286 მონაწილე ყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში ჰაკათონი Tbilisi Startup Büro-ს ორგანიზებით და კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერით ტარდება. პროექტი ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს NASA-ს მიერ წარმოდგენილი გამოწვევიდან ერთ-ერთის გადაწყვეტა მოიფიქრონ, გაიმარჯვონ, მიიღონ ფულადი პრიზები და გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლონ.
NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდი კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისგან შედგება: დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე. გუნდმა 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგო ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.
ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლებობების გაჩენას და მათ მოტივაციას. Tbilisi Startup Büro-სა და ბილაინს შორის თანამშრომლობა NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში პირველად 2019 წლის ოქტომბერში შედგა და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.
„ბილაინი მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას და ხელი უწყობს ახალგაზრდების მოტივაციას შექმნან ახალი. ჩვენ 2019 წლიდან NASA Space Apps-ის პარტნიორები ვართ და გვეამაყება რომ, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინტერესო იდეა გაჩნდა ჰაკათონზე. გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ქართველი მეცნიერები და NASA-სთან აქტიურად ითანამშრომლებენ მსოფლიოს პრობლემების გადაჭრის მიზნით.“ - აცხადებენ ბილაინში.
„მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს, კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და წარმატებები ვუსურვო გლობალური პრობლემების მოგვარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ჩვენ მომავალ წელს შევხვდებით, უკვე აბასთუმნის ობსერვატორიაში, სადაც გვჯერა, რომ ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ. მონაწილეები დედამიწაზე და კოსმოსში პრობლემების დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ჩვენს პარტნიორებს. სწორედ მათი ჩართულობით ვახერხებთ გავზარდოთ მასშტაბები და კიდევ უფრო მეტ მონაწილეს მივცეთ მოტივაცია, ჩაერთონ მსოფლიო პრობლემების მოგვარებაში.“ -გური ქოიავა, ღონისძების თანაორგანიზატორი
###
შეკითხვებით მოგვმართეთ:
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები