თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
საბუღალტრო პროგრამა ბალანსი არის პირველი ქართულ მინი ERP სისტემის ტიპის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ქლაუდზე. იგი განკუთვნილია მცირე და საშუალო (SME) ბიზნესისთვის. იდეალურია საცალო და საბითუმო მაღაზიებისთვის, რადგან პროგრამას აქვს ვაჭრობისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ფუნქციონალი:
· ე.წ. „თაჩიანი“ , ანუ სენსორული POS-ი მოლარისთვის და მომხმარებლის ეკრანი იგივე Customer Display.
· გაყიდვების დამხმარე - იგივე მოლარე-ოპერატორის სამუშაო სივრცე, სადაც „თაჩიანი პოსისგან განსხვავებით გამოტანილია საწყობის ნაშთები. გაყიდვების დამხმარე განსაკურებით კომფორტულია საბითუმო გაყიდვების დროს, როდესაც ოპერატორს სჭირდება რომ გაყიდვის პროცესში ხედავდეს რამდენი ნაშთია საწყობში.
· გაყიდვების მოდული, რომელსაც შეგვიძლია თავისუფლად ვუწოდოთ სრულყოფილ ვაჭრობის პროგრამა - აღრიცხვის ფუნქციონალი, რომელიც მოიცავს მოლარის პოსსა და გაყიდვების დამხმარეს. ამასთან ინტეგრირებულია საწყობთან, ბუღალტერიასთან და აქვს რეპორტინგ სისტემასთან. ეს ნიშნავს, რომ რეალიზაციები, რომელიც ფიქსირდება პოსზე, აისახება ბუღალტერიაში დებეტ-კრედიტის ფორმით და ჩანს გაყიდვების რეპორტში, რომელიც ნებისმიერ პერიოდზე შეილება დაიფილტროს - მაგალითად რა იყო 22 ივლისის გაყიდვები. ასევე, რელიზებული პროდუქცია ჩამოიწერება საწყობიდან.
· საწყობის მოდული, რომელიც შეიძლება ითქვას რომ არის დამოუკიდებელი საწყობის პროგრამა, თუმცა ბალანსის ერთიანი სისტემის ნაწილია, ანუ დაკავშირებულია გაყიდვების და შესყიდვების მოდულთან, ის რაც შესყიდვებში ფიქსირდება ავტომატურად ემატება საწყობის მარაგებს. ხოლო, ის პროდუქცია რაც პოსზე იყიდება ავტომატურად ჩამოიწერება საწყობის მოდულიდან. ამასთან საწყობს აქვს დამატებითი ფუნქციონალი მარაგების ზედმიწევნითი კონტროლისთვის: მინიმალური ნაშთების კონტროლით პროგრამაში დგინდება კონკრეტულ პროდუქტზე რაოდენობის მინიმალური ზღვარი. როდესაც რაოდენობა ამ ზღვარს ჩამოცდება პროგრამა რეპორტებში ამ პროდუქტს გააწითლებს - ანუ მიანიშნებს მენეჯერს რომ უკვე შესაკვეთია.
უარყოფითი ნაშთების კონტროლი განსაკურებით კომფორტულია საბითუმო გაყიდვებში. თუ საწყობში მარაგი არ არის, პროგრამა არ მისცემს მოლარეს საშუალებას, რომ რეალიზაცია გაატაროს.
სხვა საბუღალტრო პროგრამებისგან განსხავებით ბალანსში ბუღალტერია და საოპერაციო ნაწილი აღირიცხება ერთიან სისტემაში - ცალკეული მოდულები არ არის დამოუკიდებელი აპლიკაციები, არამედ ურთიერთდაკავშირებული მოდულებია, რომელთა შორის მონაცემების გაცვლა ხდება ავტომატურად.
პროგრამა ბალანსი უკვე 5 წელია რაც ბაზარზეა და 1000-მდე მომხმარებლი ჰყავს ვაჭრობის, წარმოების, სერვისის სფეროში. ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის მაღაზია „ფრეშ კულინარი“ უკვე ერთ წელზე მეტია რაც ბალანსში აღრიცხავს მაღაზიასა და საწყობს.
ვახო ლაბაძე
მაღაზია „ფრეშ კულინარის“ მენეჯერი
„პროგრამა ბალანსი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია. ამ პროგრამას აქვს ყველა ის ფუნქცია, რაც მე ბიზნესის ყოველდღიური მართვისთვის მჭირდება. დღეისთვის ბალანსში აღვრიცხავთ ჩვენს მაღაზიასა და საწყობს. უახლოეს მომავალში რესტორნის გახსნას ვგეგმავთ, სადაც ჩვენივე პროდუქტებით დამზადდება ჯანსაღი საკვები. ვინაიდან ბალანს აქვს წარმოებაც, რესტორანის აღრიცხვასაც ბალანსით დავიწყებთ- ჩვენთვის ძალიან კომფორტულია, რომ მთელი ბიზნესი ერთ სისტემაში გვქონდეს“
ფრეშ კულინარის მაღაზიას პროდუქტები საწყობიდან მიეწოდება. პროგრამულადაც იგივე პროცესია აღრიცხული - პროდუქცია თავდაპირველად ფიქსირდება ბალანსის საწყობის მოდულში, შემდგე კი ავტომატურად ხდება პროდუქტების საწყობიდან მაღაზიაზე გადმოწერა. მაღაზიაში რეალიზებული პროდუქცია ავტომატურად ჩამოიწერება, საწყობის ნაშთიდან.
ვახო ლაბაძე:
„სალაროს მე თავად ვმართავ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ბალანსით მინიმალურ დროსა და ძალისხმევას ვხარჯავ ამ პროცესზე. ყველა სავაჭრო მოწყობილობა ინტეგრირებული გვაქვს ბალანსთან - მაგალითად ბალანსში ასახული პროდუქტები თავისი ფასებით, რამდენიმე კლიკით გადადის სასწორზე. ასევე, ბალანსს აქვს RS.ge-სთან სინქრონიზაცია - ანგარიშფაქტურები და ზედნადებები რეალიზაციების შესაბამისად იქმნება და იტვირთება RS.ge-ზე, ამისთვის ჩემი მხრიდან სულ რამდენიმე კლიკია საჭირო, აღარ მჭირდება საბუთების დამატებით გამოწერა, გაფორმება და გადაგზავნა”
“აქვე მინდა ავღნიშნო, რომ აქტიურად ვიყენებთ უარყოფითი ნაშთების კონტროლს - ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალია. ვინაიდან გვაქვს მალფუჭებადი პროდუქტები, ძალიან ხშირად გვიწევს ვადაგასული პროდუქტების ჩამოწერა. ამ პროცესში, უარყოფით ნაშთები ჩვენთვის „დაზღვევის“ ფუნქციას ასრულებს - სალაროდან ვერ გავყიდი იმ პროდუქტს რომელიც საწყობში თურმე ჩამომიწერია - პროგრამა არ მომცემს ამის საშუალებას - ამგვარად არც მომხმარებელი შეგვყავს შეცდომაში და არც ბიზნესს ვაზარალებთ“
პროგრამა ბალანსის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.balance.ge. ან დაუკავშირდეთ ბალანსის გუნდს: 596 105 890
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები