1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ვასაძე, ფალავანდიშვილი, კორკოტა - ვინ ესწრება „ნამახვაჰესის“ საწინააღმდეგო აქციას (ფოტო)

რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ესწრებიან.


აქციაზე იმყოფებიან, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვატო შაქარაშვილი, მოძრაობა „ქართული მარშის" წევრი გია კორკოტაშვილი, პოლიტიკური მოძრაობა „ერის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე, საზოგადოება „ზნეობის" წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მხატვარი შოთა გლურჯიძე. აქციაზე, ასევე, არიან სასულიერო პირები, მათ შორის მამა იოთამი, (ირაკლი ბასილაია).

 
როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს უერთდებიან და მათ სოლიდარობას უცხადებენ.
რიონის ხეობის მცველის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, არ არსებობს მოლოდინი, რომ დღევანდელი აქციით საკითხი გადაწყდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები