1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარის“ მხარდაჭერით შშმ პირებმა საკუთარი ძალები პარაგლაიდინგში მოსინჯეს

ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებითა და „სოკარის“ მხარდაჭერით,  პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, შშმ პირებმა საკუთარი ძალები  პარაგლაიდინგში მოსინჯეს. პატარა ლილოს მთიდან 40-ზე მეტი მონაწილე პარაპლანით გადმოხტა, მათ შორის იყვნენ პარასპორტსმენები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და ომის ვეტერანები. მათ სიმაღლის შიში დაძლიეს, პარაპლანი მოირგეს და თბილისის ზღვას გადაუფრინეს.

მონაწილეთა შორის იყვნენ ტოტალურად უსინათლო,ამპუტანტი და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირები, რომლებმაც სპეციალური ეტლიკონსტრუქციით იფრინეს. 2013 წლიდან დღემდე  ექსტრემალური სპორტის ამ სახეობაში 400–ზე მეტ შშმ პირსა თუ სამხედრო მოსამსახურეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომპანია „სოკარი“პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარს უკვე მესამე წელია უჭერს. პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს. პროექტი ხელს უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები