1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„აჭარაბეთი“ ტექბოლის ფედერაციის გენერალური პარტნიორი გახდა

საქართველოს ტექბოლის ფედერაცია 2018 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა და მალევე

2018 წლის 19 ოქტომბერს გახდა ტექბოლის საერთაშორისო ფედერაციის ფიტეკის წევრი. ტექბოლი აღიარებულია 2 კონტინენტური ოლიმპიური ასოციაციის მიერ (OCA, ANOCA) ასევე იგი არის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წევრი (WADA) 

 ტექბოლი უნგრეთში შეიქმნა 2017 წელს და არის ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა  ახალი თაობის სპორტსმენებში . ტექბოლის თამაშისთვის აუცილებელია  სპეციალურ მრუდე მაგიდა.

„როდესაც ტექბოლის ფედერაცია შეიქმნა საქართველოში ძალიან მალე გავხდით მსოფლიო ფედერაციის  წევრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. დღეს აჭარაბეთის მხარდაჭერით ვატარებთ პირველ ღონისძიებას და ასევე სხვადასხვა კლუბებს საჩუქრად გადავცემთ ტექბოლის მაგიდებს. ჩვენი მთავარი მიზანია რომ განვავითაროთ ტექბოლი საქართველოში ასევე მინდა აჭარაბეთს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა გვერდში დგომისთვის, რადგან სპორტის განვითარებისთვის ხელშეწყობა  ძალიან მნიშვნელოვანია“-განაცხადა ტექბოლის ფედერაციის პრეზიდენტმა რეზი არველაძემ 

„აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა რომ გავხდით ტექბოლის ფედერაციის გენერალური პარტნიორები. ამ პარტნირობის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ“-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი გუჯაბიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები