აჭარაბეთი, როგორც ინოვატორი კომპანია მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ამჯერადაც გადაწყვიტა მომხარებლებს შესთავაზოს ისეთი პროექტი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.
სპორტმშენი არის პროექტი, რომელიც სპორტის მოყვარულებს აძლევს უნიკალურ შანსს, რომ გახდნენ პროექტის მთავარი შემოქმედები და შექმნან ახალი სპორტი.
პროექტისთვის შექმნილია სპეციალური ვებ პლატფორმა sportmsheni.ge , სადაც მონაწილეები ატვირთავენ საკუთარ იდეებს და ასევე მიიღებენ ინსპირაციას ახალი სპორტის მოსაფიქრებლად.
პროექტს ჰყავს სპეციალური ჟიური, რომელიც შეაფასებს კონკურსანტების იდეებს და გამოავლენს გამარჯვებულს.
სპორტმშენის ჟიურის წევრები არიან:
სტელა ანდრიუკი,ირმა ხეცურიანი, გურამ თუშიშვილი,გივი ბაქრაძე, გიორგი ავალიანი, გიგა წიბახაშვილი, გიორგი სარიშვილი, ვახტანგ მდივანი და ჯუბა გრიგოლია.
აპლიკაციების მიღება იწყება 22 მარტიდან და გაგრძელდება 19 აპრილამდე, რომლის შემდეგაც დაკავშირება მოხდება იმ მონაწილეებთან, რომლებიც ჟიურის გადაწყვეტილებით გადავლენ შემდეგ ეტაპზე, საბოლოოდ ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები 2,000₾, 5,000₾ და 10,000₾. და რაც მთავარია საუკეთესო სპორტის სახეობაში პირველი ისტორიული ჩემპიონატიც გაიმართება.
„აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ყოველთვის ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში. სპორტმშენი არის აჭარაბეთის ახალი პროექტი, რომლის მიზანია შევქმნათ ახალი სრულყოფილი სპორტი, სწორედ ამიტომ ვაცხადებთ კონკურსს და ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ უნიკალურ შანსს გახდნენ მთავარი შემოქმედები.გამარჯვებული გამოვლინდება სპეციალურად შერჩეული ჟიურის მიერ.ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ახალი სპორტის დაარსებას და მის მუდმივ მხარდაჭერას. ასე რომ არ გამოტოვით ეს შანსი, მიიღეთ მონაწილეობა ახალი სპორტის შექმნაში-სპორტმშენი იწყება!“-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
კომენტარები