1 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას მოიტანს ნამახვანჰესის ჩანაცვლება მცირე ჰიდროსადგურებით?

ამ კითხვას სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „WEG-World Experience for Georgia“ პასუხობს: 

“განახლებადი ალტერნატივების სრული სურათისათვის, ამჯერად მცირე ჰიდროსადგურებს განვიხილავთ. 

საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3მგვტ, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება ჯამში 630გვტსთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია. იმისათვის რომ ნამახვანჰესის ექვივალენტური 1500მგვტსთ გამომუშავება მივიღოთ საჭირო იქნება დამატებით 412 მეგავატი მცირე ჰესების სიმძლავრე ანუ სავარაუდოდ 102 მცირე ჰესი. ასეთი ჰესების ღირებულება დაახლოებით 800მლნ დოლარი ანუ დაახლოებით ისეთივეა როგორც ნამახვანჰესის. თუმცა განთავსდება 100 სხვადასხვა ხეობის მონაკვეთზე. ამავე დროს ნამახვანჰესისგან განსხვავებით ვერ უზრუნველყოფს სისტემის რეზერვს, რეგულირებას და დამატებითი 600მგვტ ცვლადი განახლებადი ენერგიის ინტეგრირებას.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები