1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მურმან მარგველაშვილი: საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3მგვტ..

ენერგეტიკის ექსპერტი მურმან მარგველაშვილი საკუთარ facebook გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს:

 “განახლებადი ალტერნატივების სრულისურათისათვის, ამჯერად მცირეჰიდროსადგურებს განვიხილავთ. საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესიმუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3მგვტ, რომელთა საშუალო წლიურიგამომუშავება ჯამში 630გვტსთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია. იმისათვის რომ ნამახვანჰესისექვივალენტური 1500მგვტსთგამომუშავება მივიღოთ საჭირო იქნებადამატებით 412 მეგავატი მცირე ჰესებისსიმძლავრე ანუ სავარაუდოდ 102 მცირეჰესი. ასეთი ჰესების ღირებულებადაახლოებით 800მლნ დოლარი ანუდაახლოებით ისეთივეა როგორცნამახვანჰესის. თუმცა განთავსდება 100 სხვადასხვა ხეობის მონაკვეთზე. ამავედროს ნამახვანჰესისგან განსხვავებით ვერუზრუნველყოფს სისტემის რეზერვს, რეგულირებას და დამატებითი 600მგვტცვლადი განახლებადი ენერგიისინტეგრირებას.”    

ენერგოდამოუკიდებლობისა და ჰესებისმნიშვნელობაზე დებატი საზოგადოებაში სულ უფროდა უფრო ძლიერდება. საზოგადოების ნაწილიენერგოდამოუკიდებლობის საკითხის მიმართგანსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და ცდილობსსაკითხის სიღრმისეული ანალიზის შემდეგგააკვეთოს დასკვები. ამ გზაზე, საყურადღებოა, რომგავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიქსირდებოდაელექტროენერგიის მიწოდების განმეორებითი შეფერხებები ავტომატური ამომრთველების გამო, რაც  გამოწვეული იყო საქართველოსა და თურქეთსშორის გადამცემი ხაზების გადატვირთვით და რომამჟამად შეუძლებელია გაუმართავი ხაზის აღდგენასამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულიდიდთვლობის გამო.  

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმისშესახებ, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმამიზანში ამოიღეს და ქვები დაუშინეს ტრანზიტულთურქულ ტრაილერებს, რამაც გამოიწვიამისაბმელიანი სატვირთო მანქანის ტრანზიტისშეჩერება. ასეთ დროს, რატომ უნდა გამოირიცხოსიმის ალბათობა რომ გარკვეულ ძალებს მიზანშიჰქონდეთ ამოღებული ორ ქვეყანას შორის არსებულიელექტროენერგიის გადაცემის ხაზები, საქართველოსსიბნელეში დატოვების მიზნით?  საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია რეგიონშიარსებული უსაფრთხოების გარემოცგავითვალისწინოთ და კონკრეტულად, თავდაცვისადა უსაფრთხოების სფეროზე მომდინარე ისგამოწვევები რომელთან გამკლავებასაც ცდილობსსაქართველო. ამ გზაზე, საყურადღებოა გვახსოვდეს, რომ ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურისგაუმჯობესება და დაცვა, რომელიც უზრუნველყოფსსაქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ძალზე მნიშვნელოვანია, რაც არაერთხელ იქნახაზგასმული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები