“აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას
2021-03-10 13:53:55
კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.
„აჭარაბეთი“ ირმა ხეცურიანის მხარდამჭერია, რომელიც არის პარამოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონი და 2015-2017 წლების საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი მსოფლიოს მასშტაბით.
„მხარდაჭერა ეს ისეთი მდგომარეობაა, რომელიც ყოველთვის გაძლევს სიმყარის განცდას. შეგრძნებას,რომ მარტო არ ხარ და გგულშემატკივრობს სოციუმის სხვადასხა კატეგორია ,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიები, რომლებსაც დიდი აუდიტორია და მომხმარებელი ჰყავს. პოპულარიზაცია პარაფარიკაობის მნიშვნელოვანი ასპექტია ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაში და მიხარია რომ ეს აჭარაბეთთან ერთად ხდება, მათი თანადგომა , სურვილი, რომ მეტად ცნობადი გახდეს ჩვენი სპორტის სახეობა მისასალმებელი და ყველა სპორტსმენისთვის სასურველი ფაქტია“- განაცხადა ირმა ხეცურიანმა.
„აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ხელს უწყობს როგორც ცალკეულ სპორტსმენებს, ასევე ამ დარგის განვითარებას. ცოტა ხნის წინ, „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა “ინიციატივა” წარადგინა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათ პოპულარიცაზიას და მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
კომენტარები