1 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი დაზღვევა - ყველაზე ციფრული დაზღვევა

თიბისი დაზღვევა ყველაზე ინოვაციური და ციფრული დაზღვევაა საქართველოს ბაზარზე, რომლის მისიაც დისტანციური სერვისებით ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა.

დღეს, როდესაც სახლში დარჩენა და ფიზიკური დისტანცირება ყოველდღიურობის აუცილებელი პირობა გახდა, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებზე. 

ახალი რეალობა თიბისი დაზღვევისთვის ერთდროულად გამოწვევაც აღმოჩნდა და შესაძლებლობაც, რომელსაც კომპანია წარმატებით შეხვდა, ვინაიდან ის ბოლო წლებია  მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დისტანციურად, სრულყოფილად მიიღონ არაერთი სადაზღვევო პროდუქტი თუ მომსახურება. 

თიბისი დაზღვევის ციფრული არხების დახმარებით სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია დააზღვიო სახლი, მანქანა, მოგზაურობა, სხვისი, ან შენი ბრალეულობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები.  

ავტოდაზღვევით შენი ავტომობილი დაზღვეული იქნება ისეთი შემთხვევებისგან, როგორებიცაა: ავტოავარია, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, სტიქიური მოვლენები, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი და საგნის დაცემა.

 

თუ ავტოავარიის დროს, სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა დააზიანე და ზარალის ანაზღაურება დაგეკისრა, ხარჯებს, შენ ნაცვლად, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა აანაზღაურებს. სხვისი ბრალეულობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ გაუთვალისწინებელ ხარჯებს კი - ავტომინი.

თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან უცვლელად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე. 2020 წლის მონაცემებით, როგორც ბაზრის წილის, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, კომპანია კვლავ პირველია. წელს, ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 8.8 მილიონი ლარი აუნაზღაურა. აქედან, 70% - დისტანციურად. კომპანიის ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზრის წილი 28.8%-ია.

რაც შეეხება სხვა სადაზღვევო პროდუქტებს: ქონების დაზღვევა იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან გიცავს, როდესაც შენს საკუთრებაში ან სარგებელში არსებული საცხოვრებელი სივრცე ზიანდება. აგინაზღაურდება ხანძრის, წყალგაყვანილობის დაზიანების, სტიქიური უბედურებების, ვანდალიზმისა და სხვა რისკების შედეგად მიყენებული ზარალი. სამოგზაურო დაზღვევა კი საზღვარგარეთ მოგზაურობის პერიოდში ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით გამოწვეულ ხარჯებს დაფარავს. 

ყველა ჩამოთვლილი შემთხვევისას, ანაზღაურების მიღება ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge და Facebook Messenger-ში,  საქართველოში პირველი სადაზღვევო ჩეთბოტის - ბი ბოტის დახმარებით, დამატებითი ზარის განხორციელების გარეშე შეგიძლია. 

ანაზღაურების პროცესის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, სულ მალე თიბისი დაზღვევის დისტანციურ არხებს ავტომობილის დასურათების პლატფორმაც დაემატება, რომლის დახმარებითაც, სადაზღვევო შემთხვევის დაფიქსირებასა და სურათების გადაგზავნას, ბი-ბოტისა და ვებ-გვერდის გარდა, კიდევ უფრო კომფორტული გზით შეძლებ. 

თიბისი დაზღვევის ყველაზე ახალი მიმართულება ჯანმრთელობის დაზღვევაა. 13 279 დაზღვეული 175 კომპანიიდან, 6 426 903  ლარამდე ანაზღაურებული თანხა და მომხმარებლის კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი - ასეთია თიბისი დაზღვევის შედეგები ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შესვლიდან თითქმის 2 წლის შემდეგ. 

თიბისის ჯანმრთელობის დაზღვევა ჯერ მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე ოპერირებს და ის კერძო მსხვილი და საშუალო კომპანიების მზღვეველია. პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა მაღალი დაფარვა და ლიმიტებია. 

პროდუქტის მთავარი მახასიათებლებია:

·       მომსახურების სისწრაფე - რამდენიმე საათში ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურება;

·       სიმარტივე - ციფრული არხები: ვებ-გვერდი, ბი-ბოტი და მობილური აპლიკაცია, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი რამდენიმე წუთში გზავნის ასანაზღაურებელ საბუთებს, ეწერება ოჯახის ექიმთან, ითხოვს საგარანტიო წერილს და იღებს დაზღვევით გათვალისწინებულ სხვადასხვა სერვისს. 

„ბაზარზე არსებობის 4 წლის განმავლობაში, თიბისი დაზღვევამ სრულად უპასუხა კომპანიის მისიას და მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებული სწრაფი, მარტივი და ციფრული პროდუქტებით ათასობით დაზღვეულს გაუმარტივა ცხოვრება. 21-ე საუკუნის დინამიური და დატვირთული პროცესების პარალელურად, ადამიანები მარტივ გადაწყვეტებს ეძებენ. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს რა არის მათთვის აქტუალური აქ და ახლა. შესაბამისად, არსებულ რეალობაში, პრიორიტეტად ციფრული არხების განვითარება დავისახეთ. ვქმნით მუდმივად განვითარებად და თანამედროვე მომხმარებლის აუცილებლობებზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ მიმართულებით. ადამიანებს ვთავაზობთ მაქსიმალურად ციფრულ, მოქნილ სერვისებს, მინიმუმამდე დაყვანილ ბიუროკრატიასა და სწრაფ რეაგირებას. სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებით, თიბისი დაზღვევამ  საქართველოს ძლიერი სადაზღვევო სექტორის წამყვანი პოზიცია დაიკავა“, - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები