1 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა მოტორსის“ 25 წლის საიუბილეო კონკურსში ახალთახალი მაზდას, ნიუს ელექტრო სკუტერების და საირმეში დასვენების ვაუჩერის მოგებაა შესაძლებელი

 

„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის გახდა. აღნიშნულ საიუბილეო თარიღს ჰოლდინგი განსაკუთრებულად აღნიშნავს.  „თეგეტა მოტორსმა“  თავისი იუბილის აღსანიშნავად კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, კრეატიული ვიდეო გადაიღოთ და მიულოცოთ „თეგეტა მოტორს“ 25 წლის იუბილე. კომპანია გამარჯვებულებს საჩუქრად გადასცემს: პირველი ადგილი - მაზდა CX3, მეორე ადგილი - ელექტრო სკუტერი NIU და მესამე ადგილი - კურორტ საირმეს საგზური, ასევე სპეციალური პრიზი ელექტრო სკუტერი NIU გადაეცემა Instagram-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეოს ავტორს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ამისათვის კი საჭიროა გადაიღოთ ორიგინალური ვიდეო მილოცვა და ატვირთოთ  Facebook-ზე, Instagram-ზე და ვებ გვერდ tegeta25.ge-ზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ვიდეო სამივე პლატფორმაზე ატვირთოთ და მონიშნოთ ჰეშთეგი #Tegeta25. ვიდეოების გამოგზავნა შეგიძლიათ 17 დეკემბრის ჩათვლით, გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური  25 დეკემბერს გამოავლენს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები