2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე ბრძოლისთვის ემზადება

კომპანია “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი  გიგა ჭიკაძე,  8 ნოემბერს  ჯეიმი სიმონის დაუპირისპირდება,  ორთაბრძოლა ლას-ვეგასში ჩატარდება.

ამჟამად გიგა UFC - ში დაუმარცხებელია – ოთხი შეხვედრა და ოთხი მოგება.

ომარ მორალესთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 1 თვეც არ არის გასული და გიგა უკვე ახალი ბრძოლისთვის ემზადება.

„თავდაპირველად, ბრძოლა არნოლდ ალანთან იგეგმებოდა, თუმცა ბოლოს მან უარი თქვა ჩემთან ბრძოლაზე და UFC-იმ დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა. რამდენიმე დღის  შემდეგ შემატყობინეს სიმონსის შესახებ და რა თქმა უნდა, ბრძოლას დავთანხმდი. ჯეიმი სიმონისი UFC-ში დებიუტანტია, ის ჩემზე გაცილებით დაბალია. ხელით საკმაოდ ძლიერ დარტყმებს ფლობს. ჭიდაობითაც კარგად ჭიდაობს. პარტერში საკმაოდ მაღალ დონეზე შეუძლია მუშაობა, თუმცა მტკივნეული ილეთების არსენალი საკმაოდ სუსტი აქვს. ახლო დისტანციაში ბრძოლას ანიჭებს უპირატესობას.  “-განაცხადა გიგამ.

გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.

სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ UFC-ის თვალი ადევნონ და გიგას უგულშემატკივრონ ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე.

„აჭარაბეთი“ გიგას ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები