2 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონი გამართა

„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონი გამართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს დაევალათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დავალებებთან გამკლავება: მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი, ქსელის ტრაფიკის ანალიზი, პენტესტი (სისტემაში შეღწევის ტესტირება) და ღია წყაროების ანალიზი (open source intelligence).

ჰაკათონის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული: ალექსი ქისტაური, ნიკა ღონღაძე და მარიამ სპანდერაშვილი, როგორც გამარჯვებულებს. ასევე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ „თეგეტა მოტორსა“ და მის შვილობილ კომპანიებში, ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.

„ჰაკათონის მიზანი გახლდათ, ხელი შეუწყოთ „თეგეტას“ ციფრულ ტრანსფორმაციას, მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობას და მოწინავე ტექნოლოგიების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვის პროცესს.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებაში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები, სწორედ ამიტომ ვცდილობთ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდში  ინოვაციური და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები შემოვიერთოთ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას“ - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

ჰაკათონის ორგანიზებას „თეგეტა ჰოლდინგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები