ბიზნესი
SAFE YOU - ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით სარგებლობა ბილაინის აბონენტებს ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ
2020-09-23 12:10:02
23 სექტემბერი, 2020, თბილისი - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინის აბონენტებს, ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით SAFE YOU სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ. შედეგად, ხსენებული აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ ეხარჯება ინტერნეტი და სარგებლობა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება. SAFE YOU აპლიკაციის პროექტის ავტორი საქართველოში ორგანიზაცია საფარია.
SAFE YOU მობილურის საერთაშორისო აპლიკაციაა, რომელიც ქალებს იცავს ძალადობისგან. აპლიკაციას გააჩნია ე.წ. SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც ქალს შუძლია საფრთხეში აღმოჩენის და თავდაცვის საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის რომ მის მიერვე წინასწარ დადგენილ კონტაქტებთან, დახმარებისთვის ხმის მიწვდენა შეძლოს. SOS ღილაკზე ერთი დაჭერით, განგაშის უფასო სიგნალი ერთდროულად იგზავნება წინასწარ შეყვანილ სანდო საკონტაქტო პირებთან, სპეციალიზირებულ ქალთა ორგანიზაციებთან და, სურვლისამებრ პოლიციასთანაც. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას ასევე შეუძლია ხმის აუდიო ჩაწერა, შენახვა და გადაგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლს ექნება დასტური იმისა, თუ რა ფორმით განხორციელდა მასზე ძალადობა. SAFE YOU -ში ასევე შექმნილია ფორუმის ანონიმური სივრცე, სადაც ნებისმიერ კითხვაზე პასუხს და რჩევას პროფესიონალები იძლევიან. SAFE YOU -ში არსებული ქსელის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია არასამთვრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, ფსიქოლოგებისა და ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მოძიება, რომლებიც პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლებს პრობლემების გადაჭრაში.
SAFE YOU -ს ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემის სმარტფონებზე: https://bit.ly/318nSsl (ანდროიდი); https://apple.co/2Z7s3Cq (iOS).
ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა, მათ შორის განათლების და ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და მათთვის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
###
შეკითხვებით მოგვმართეთ:
[email protected]
შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ:
შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com
კომენტარები