ბიზნესი
მაგთის 24 წლიანი ისტორია ახალი ლოგოთი გრძელდება
2020-09-22 11:36:38
24 წელია მაგთი საქართველოსთვის მუშაობს:
- ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს
- ქმნის საკომუნიკაციო სერვისებს
- უზრუნველყოფს საიმედო კავშირს
- აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას
მაგთი დღეს იუბილარია. მუდმივ განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული ბრენდი თავის ისტორიას ახალი ლოგოთი აგრძელებს.
მაგთის საქმიანობის არეალი წლებია გასცდა მხოლოდ მობილურ კომუნიკაციას და უკვე 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს სთავაზობს: მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, სატელევიზიო და ინტერნეტმომსახურებას.
კომპანიის განვითარებასთან ერთად, მაგთის ლოგოს დახვეწაც დადგა დღის წესრიგში. ლოგოში ფიჭის, როგორც მობილური კომუნიკაციის სიმბოლომ ფორმა იცვალა, ახალ რეალობას მოერგო და განახლებული სახით წარდგა. უცვლელი დარჩა ბრენდის იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები - მაგთის წითელი ფერი და სლოგანი „კავშირი თქვენს სამყაროსთან“.
ლოგოს განახლება ერთ-ერთი კომპონენტია იმ საერთო ჯაჭვისა, რომელიც ასევე მოიცავს პროდუქტების, მომსახურების ოფისების და ციფრული არხების განახლებას. მაგთის მომსახურების განახლებული მოდელი უფრო მოქნილი, თანამედროვე, ახალ ტექნოლოგიებთან თავსებადი, ინტერაქტიული და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობაზე დამყარებული ხდება.
მაგთის განახლებული ვებგვერდი დახვეწილი ვიზუალით, მოქნილი მენიუთი და გამარტივებული ნავიგაციით, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდა.
მობილური აპლიკაცია MyMagti, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო სერვისის - მობილური ტელეფონიის, ფიქსირებული ინტერნეტის, IP და სატელიტური ტელევიზიის - მარტივად მართვის საშუალებას იძლევა და სულ მალე შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, თავად შექმნან სასურველი პროდუქტი, რომელსაც მაგთი 2 კვირაში წარადგენს.
„მე მიყვარს მაგთი“ - ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომლითაც მაგთი რებრენდინგს იწყებს.
კომენტარები